ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა და მმართველი დემოკრატიული პროგრესული პარტიის კანდიდატმა, უილიამ ლაი ჩინ-ტემ გაიმარჯვა.
საარჩევნო უბნების 95%-ის შედეგების თანახმად, ლაი ჩინ-ტე აშკარა უპირატესობით ლიდერობს.
არჩევნებში ასევე მონაწილეობდნენ ახალი ტაიბეის მერი ჰოუ იუი კონსერვატიული პარტიიდან, რომელიც ჩინეთთან მჭიდრო კავშირების მომხრეა და ტაიბეის ყოფილი მერი კე ვენჟე, პოპულისტური სახალხო პარტიის დამფუძნებელი, რომელი აკრიტიკებს ორივე ოპონენტის პოზიციებს და ამომრჩევლებს პეკინთან ურთიერთობებში ზომიერი პოლიტიკის გატარებას ჰპირდება.
ლაი ჩინ-ტეს გამარჯვება სავარაუდოდ გააღიზიანებს ჩინეთს, რადგან ტაივანის მმართველი პარტია არ აღიარებს "ერთი ჩინეთის პრინციპს", რომელშიც ტერიტორიები, როგორიცაა ტაივანი და ჰონგ კონგი, "დიდი ჩინეთის" ნაწილად მიიჩნევა.
ლაი ჩინ-ტე და მისი დემოკრატიული პროგრესული პარტია კუნძულის სტატუს-კვოს შენარჩუნების მომხრეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტაივანმა არც დამოუკიდებლობა უნდა გამოაცხადოს და არც ჩინეთს შეუერთდეს.
გამარჯვებულმა კანდიდატმა წარსულში გააკეთა ტაივანის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი განცხადებები, რის გამოც ჩინეთი მას მიუღებლად მიიჩნევს.
ბოლო საახალწლო მიმართვაში ჩინეთი პრეზიდენტმა სი ძინპინმა კუნძულის ჩინეთთან გაერთიანებას „ისტორიული გარდაუვალობა“ უწოდა.
"სამშობლოს გაერთიანებას" ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონსტიტუციაში ჩინელი ხალხის წმინდა მოვალეობას უწოდებენ. ამასთან, ჩინეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ მიზნის მიღწევას მშვიდობიანი გზით აპირებენ.