კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ყოფილმა ცოლმა ღიად პირველად ისაუბრა პოპ-ვარსკვლავ კეტი პერისთან ტრუდოს ურთიერთობაზე.
People-ის ცნობით, პოდკასტში Arlene Is Alone გამოსვლისას, 50 წლის სოფი გრეგუარმა აღიარა, რომ ყოფილი ქმრის ცხოვრებაში ახალი პარტნიორის გამოჩენა გამოწვევაა, რომლის თავიდან აცილებაც ადვილი არ არის.
წამყვანის შეკითხას, თუ როგორ უმკლავდებოდა ტრუდოსა და პერის რომანის გარშემო ატეხილ ამბავს, სოფიმ უპასუხა:
„ჩვენ ადამიანები ვართ და ეს ჩვენზე მოქმედებს. ეს ნორმალურია. როგორ რეაგირებ რაღაცაზე, შენი გადასაწყვეტია. სწორედ ამიტომ ვირჩევ მუსიკის მოსმენას ხმაურის ნაცვლად,“ - თქვა მან.
სოფის თქმით, რომ ესმის, თუ როგორ შეიძლება საჯარო დისკუსიებმა მძიმე ემოციები გამოიწვიოს.
„რას გავაკეთებ, ჩემი გადასაწყვეტია. ქალი, როგორიც მინდა ვიყო ამ ყველაფრის შემდეგ, ჩემი არჩევანია. ნიშნავს ეს იმას, რომ ემოციები არ მაქვს? რომ არ ვტირი, არ ვყვირი და არ ვიცინი? არა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან მგრძნობიარე ვარ“, - თქვა სოფიმ.
სამ შვილზე საუბრისას სოფიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ის და ჯასტინი საერთო „ოჯახურ რეალობას“ ინარჩუნებენ და ოჯახს უჭერენ მხარს, მაშინაც კი, თუ ისინი ცხოვრების სხვადასხვა გზას არიან.
ტრუდო და პერი, როგორც წყვილი, პირველად საჯაროდ 25 ოქტომბერს პარიზში, მომღერლის დაბადების დღის აღნიშვნისას გამოჩნდნენ. მათი რომანის შესახებ ჭორები ზაფხულში გავრცელდა, როდესაც ისინი ერთად ძაღლს ასეირნებდნენ.