დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"მე კრაინაში ვარ, რათა გადავცე მარტივი გზავნილი. ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ შესუსტდება. მივმართავ ყველა უკრაინელს, ბრიტანეთი თქვენთან იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“, - წერს რიში სუნაკი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიში სუნაკი უკარინაში ვიზიტისას უკრაინისთვის 2,5 მილიარდი ფუნტის (3 მილიარდ დოლარზე მეტი) სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ განაცხადებს.