შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მოკავშირეთა მიერ ამბოხებულ "ჰუსიტთა" ობიექტებზე ერთობლივი თავდასხმა მათი შესაძლებლობების მოშლას ისახავდა მიზნად.
მოკავშირეთა იერიშის სამიზნეები იყო "უპილოტო საფრენი აპარატები, სამხედრო ბაზები, იარაღის საწყობები, ხომალდები, სანაპირო რადარები და საჰაერო მეთვალყურეობის შესაძლებლობები".
აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ პენტაგონის მეთაური ოპერაციას რეალურ დროში აკვირდებოდა საავადმყოფოდან, სადაც მას პროსტატის კიბოს ოპერაცია ჩაუტარდა.
მისივე თქმით, ოსტინი "აქტიურად იყო ჩართული" და ორჯერ ესაუბრა პრეზიდენტს ოპერაციის დაწყებამდე გასული 72 საათის განმავლობაში.