ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას“ აკისრებს.
"ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში ეტლით გადაიყვანეს. პატიმრობის პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.
ევროპარლამენტმა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით არაერთხელ მიმართა ხელისუფლებას", - წერს ევროპარლამენტარი.
დღეს, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან თბილისში, თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს.
მსჯავრდებული პოლიტიკოსი საავადმყოფოში გეგმური შემოწმებისთვის ეტლით შეიყვანეს.
მისი გადაყვანა ქალთა პენიტენციური დაწესებულებიდან დილის 08:50 საათზე მოხდა. მცირე კომენტარში ხოშტარიამ განაცხადა, რომ ბრძოლას ბოლომდე აპირებს.
მოგვიანებით “კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხოშტარია თოდუას კლინიკაში გეგმიური კვლევებისთვის გადაიყვანეს
ელენე ხოშტარია ერთ წელზე მეტია საპატიმროში იმყოფება. პოლიტიკოსი კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო დააკავეს.