საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა დირექტორებთან, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს და ერთად შეაფასეს როგორ მუშაობს სკოლებში ქცევის ახალი კოდექსები.
2010 წლის სექტემბრიდან საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლაში მასწავლებლის, დირექტორისა და მოსწავლის ეთიკის კოდექსები ამოქმედდა. შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, კოდექსების ამოქმედება დროული და საჭირო ნაბიჯია სკოლებში ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნისკენ, მათ ხელი შეუწყვეს ბევრი იმ პრობლემის გადაჭრას, რომლებიც რეალურად არსებობდა სკოლებში.
როგორც შაშკინის უწყება ირწმუნება, ახალი კოდექსები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექპერტთა მიერ შემუშავდა. საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა, იურისტებმა და ფსიქოლოგებმა.
ეთიკის კოდექსების უფრო ეფექტურად ამოქმედების მიზნით, ტრენინგები, სემინარები და სამუშაო შეხვედრები მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და სკოლის დირექტორებთან კვლავ გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები