ლონდონში დაფუძნებულმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Henley & Partners-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე "ძლიერი" პასპორტების ყოველწლიური რეიტინგი.
რეიტინგი ასევე მოიცავს "სუსტ" პასპორტებსაც.
Henley & Partners-ი პასპორტების ყოველწლიური ინდექსის შემუშავებისას აანალიზებს 200-მდე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის სავიზო წესებს.
წლევანდელი რეიტინგის სათავეში მოექცნენ საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, სინგაპური და ესპანეთი. ამ ქვეყნების პასპორტით უვიზოდ მსოფლიოს 194 ქვეყანაშია მოგზაურობა შესაძლებელი.
ფინეთი, სამხრეთ კორეა, შვედეთი (193 მიმართულება)
ავსტრია, დანია, ირლანდია, ნიდერლანდები (192 მიმართულება)
ბელგია, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი (193 მიმართულება)
საბერძნეთი, მალტა, შვეიცარია (190 მიმართულება)
ჩეხეთი, ახალი ზელანდია, პოლონეთი (189 მიმართულება)
კანადა, უნგრეთი, შეერთებული შტატები (188 მიმართულება)
ესტონეთი, ლიტვა (187 მიმართულება)
ლატვია, სლოვაკეთი, სლოვენია (186 მიმართულება)
ისლანდია (185 მიმართულება)
პასპორტის გლობალური ინდექსის რეიტინგში საქართველო 50-ე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს უვიზოდ შესვლა მსოფლიოს 121 ქვეყნაში შეუძლია.
ყველაზე "სუსტ" პასპორტად დასახელდა ავღანეთის პასპორტი, რომელიც 104-ე ადგილზე გავიდა. ავღანური პასპორტით მხოლოდ 28 ქვეყანაშია შესვლა უვიზოდ შესაძლებელი.