აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.
შეხვედრაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ საჭიროა უზრუნველყოფილი იყოს მდგრადი მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გზით. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება.
„სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელისა და რეგიონისთვის გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებლობა, მათ შორის პალესტინის სახელმწიფოს შექმნის გზით“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
ბლინკენმა ნეთანიაჰუსთან ასევე ისაუბრა „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლების მცდელობებზე და ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მნიშვნელობაზე.
ბლინკენმა ხაზი გაუსვა ღაზის სექტორში მშვიდობიან მოსახლეობას შორის დანაკარგებისთვის თავის არიდებასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას.
"ნეთანიაჰუსთან საუბარში ბლინკენმა ხაზი გაუსვა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისადმი შემდგომი ზიანისთვის თავის არიდების მნიშვნელობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას," - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.