აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განცხადება გააკეთა 1-ელ იანვარს მისი ჰოსპიტალიზების შესახებ.
ოსტინის განცხადება პენტაგონის იფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„ძალიან მოხარული ვარ ჩემი გამოჯანმრთელების გამო და მოუთმენლად ველი პენტაგონში მალე დაბრუნებას“, - აღნიშნავს ლოიდ ოსტინი.
ოსტინის თქმით, მისთვის გასაგებია მედიის შეშფოთება, ასევე აღიარებს, რომ შეეძლო საზოგადოების უკეთ ინფორმირება თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
”მე მზად ვარ უკეთ ვიმუშაო, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს იყო ჩემი სამედიცინო პროცედურა და მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას ინფორმაციის გამჟღავნების გადაწყვეტილებებზე,”- არნიშნა ლოიდ ოსტინმა.
როგორც ცნობილია, ლოიდ ოსტინი 1-ელ იანვარს ჰოსპიტალში ჯანმრთელობასთნ დაკავშირებული გართულებების შემდეგ გადაიყვანეს, რომელიც გეგმიური სამედიცინო პროცედურების შედეგად გამოვლინდა.