აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი 1-ელ იანვარს ჰოსპიტალში გადაიყვანეს. პენტაგონის წარმომადგენლის პატრიკ რაიდერის განცხადებით, ამ დროისათვის ის თავს კარგად გრძნობს და შეუძლია სამუშაოს დაუბრუნდეს.
რაიდერის თქმით, ოსტინი 1-ელ იანვარს საავადმყოფოში ჯანმრთელობასთნ დაკავშირებული გართულებების შემდეგ გადაიყვანეს, რომელიც გეგმიური სამედიცინო პროცედურების შედეგად გამოვლინდა.
პენტაგონის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ლოიდ ოსტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და თავდაცვის მდივანი თავისი მოვალეობის სრულფასოვან შესრულებას უახლოეს პერიოდში შეძლებს.