ამ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი გამარჯვება არის გარდაუვალი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„2024 წელს ჩვენი ამოცანა არის ქვეყნის შემდგომი წინსვლა. მნიშვნელოვანი წელი იქნება, მათ შორის იმ კუთხით, რომ იქნება საპარლამენტო არჩევნები. დარწმუნებული ვართ, ქვეყანა შეინარჩუნებს მშვიდობას, ექნება წინსვლა. ამაზე ვართ პასუხისმგებელი და მომავალ წელსაც ამ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ.
ამ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი გამარჯვება არის გარდაუვალი. ჩვენი მაჩვენებელი დღეს არის, დაახლოებით, 60 პროცენტამდე. აქედან გამომდინარე, ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, ამ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიოს. ეს ყველაფერი თვითონ შექმნეს“, – განაცხადა კობახიძემ.