დღეს, 27 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ჩატარდება.
არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობს _რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი, გიორგი ჭინჭარაული, ნიკოლოზ ლელუაშვილი, გიორგი ლილუაშვილი, მარიამ ცაცანაშვილი და თეიმურაზ ურუშაძე.
თსუ-ის რექტორის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებმა აკადემიური საბჭოს წევრებთან შეხვედრები უკვე გამართეს და მათ სამოქმედო გეგმა გააცნეს.
შეგახსენებთ, რომ თსუ-ს ყოფილმა რექტორმა გიორგი ხუბუამ თანამდებობა 13 აგვისტოს დატოვა. მან ამის შესახებ განცხადებით აკადემიურ საბჭოს მიმართა. ხუბუას თანამდებობიდან წასვლას წინ უძღოდა თსუ-ს ბიბლიოთეკიდან წიგნების დაკარგვასთან დაკავშირებული სკანდალი, რომლის გამოც სამართალდამცველებმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი და რამდენიმე პირი დააკავეს.