საქართველოს ეროვნული მუზეუმი კუვეიტში ყოველწლიურად არქეოლოგიურ გათხრებს ჩაატარებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მუზეუმიდან აცნობეს, აღნიშნულთან დაკავშიებით, კუვეიტის კულტურის და ხელოვნების ეროვნული საბჭოს გენერალურმა მდივანმა ბადერ ალ რიფაიმ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერეს.
შეთანხმების თანახმად, კუვეიტში ფაილაკას კუნძულზე ყოველწლიურად ორი თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნული მუზეუმი არქეოლოგიურ გათხრებს ჩაატარებს, რომელშიც მონაწილეობას 15 ქართველი მეცნიერი მიიღებს. პროექტი მთლიანად კუვეიტის მხრიდან ფინანსდება.
ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ეკატერინე მიქაძე-მიერინგი და არჩილ ძულიაშვილი ესწრებოდნენ.