დანიის დედოფალმა მარგრეტე მეორემ, ყველასათვის მოულოდნელად, ტრადიციულ საახალწლო სატელევიზიო მიმართვისას, ტახტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
მარგრეტე მეორე ტახტიდან 2024 წლის 14 იანვარს გადადგება, დანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი 52-წლიანი მმართველობის შემდეგ.
დედოფლის განცხადებით, ტახტზე მისი მემკვიდრე, პრინცი ფრედერიკი ავა.
მარგრეტე II დანიის სამეფო ტახტზე 1972 წლის 14 იანვარს ავიდა.