დღეს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, სათაფლიის ნაკრძალში საინფორმაციო ტური მოეწყო.
ტურში საქართველოს ტურ-ოპერატორებმა მიიღეს მონაწილეობა.
საინფორმაციო ტურის განმავლობაში მონაწილეებმა სათაფლიის ნაკრძალის ვიზიტორთა ცენტრი, იურული პერიოდის პარკი, დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობა და მღვიმე დაათვალიერეს. აგრეთვე ტურის მონაწილეებმა სათაფლიის მთის ფერდობზე მინის გამჭვირვალე გადასახედი მოინახულეს.
საინფორმაციო ტურის მიზანია ტუროპერატორებისთვის განახლებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სათაფლიის ნაკრძალის ტურისტული პოტენციალის გაცნობა და პოპულარიზაცია.