დღეს დასრულდა სივრცე ყველანაირი სპეკულაციებისთვის არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„არაფორმალური მმართველობა თუ იყო, დაბრუნება რატომ სჭირდებოდა. ცხადია აქ ყველაფერი. დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ არავითარ არაფორმალურ ადგილი არ ჰქონია ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება რჩევების მიცემას, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა, ნებისმიერ ქვეყანაში ხდება. რჩევების მიცემა არ ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას. დღევანდელმა დღემ საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყოველგვარ სპეკულაციებს ამ ე.წ. არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, „როცა ოპოზიცია არის მოშლილი, არ შესწევს უნარი კონტროლი განახორციელოს მმართველი გუნდის საქმიანობაზე, ასეთ დროს ბუნებრივად ჩნდება რისკები და ამაზე იყო საუბარი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაშიც“.
„საუბარია ზოგად რისკებზე, რაზეც მინიშნება ჰქონდა ბატონ ბიძინას და ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც განაპირობა ბატონი ბიძინას გადაწყვეტილება“, – აღნიშნა კობახიძემ.