სკოლების მანდატურებმა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში სისხლი უანგაროდ ჩააბარეს.
საქცელმოქმედო აქციის ფარგლებში, ონკოლოგიური სენით დაავადებულ ბავშვებს 100 მანდატური დაეხმარა, ასევე ჩაბარებული სისხლი ამავე საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებას მოხმარდება.
აღსანიშნვია, რომ ჩაბარებული სისხლით სარგებლობა იაშვილის სახელობის კლინიკის პაციენტების გარდა ონკოლოგიურად დაავადებულ ნებისმიერ ბავშვს შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, გორის, ფოთის და რუსთავის საჯარო სკოლებში შევიდნენ, რომელთა მოვალებასაც სკოლის, მოსწავლეების, მასწავლბლების და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხობაზე ზრუნვა წარმოადგენს.