თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვას დედა და ორი შვილი ემსხვერპლა.
თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის ინფორმაციით, შემთხვევა ნუცუბიძის IV მიკრორაიონში მოხდა.
უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულია 47 წლის ქალბატონი, 15 წლის გოგონა და 11 წლის ვაჟი.
გიორგაძის თქმით, მეზობლებმა საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ოჯახის წევრები გუშინდელის შემდეგ არ გამოჩენილან.
მაშველებმა კარი შეამტვრიეს, თუმცა ოჯახის სამივე წევრი გარდაცვლილი დახვდათ.