ქართველ პოლიტიკოსებს მინდა ვურჩიო, არ დაივიწყონ 2008 წლის გაკვეთილები და ნუ დააბიჯებენ ერთსა და იმავე ფოცხს, - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევმა განაცხადა.
მისი თქმით, ყურადღებით აკვირდებიან როგორ აძლიერებენ დასავლეთის დახმარებით ქართულ ჯარს.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში არსებულ ვითარებას და ვხედავთ, როგორ აძლიერებენ ჯარს დასავლეთის დახმარებით. ქართველ პოლიტიკოსებს მინდა ვურჩიო, არ დაივიწყონ 2008 წლის გაკვეთილები და ნუ დააბიჯებენ ერთსა და იმავე ფოცხს“, - აღნიშნა კრემლის მარიონეტმა.
მისივე თქმით, 2015 წლის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების თანახმად“, "სამხრეთ ოსეთის“ წინააღმდეგ აგრესია განიხილება რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმად.