28 დეკემბერს, რესპუბლიკა ივენთ ჰოლში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება, GFF Awards 2023 გაიმართა.
საქართველოს 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული „ნაპოლის“ თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა.
კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეოთხედ (2020, 2021, 2022, 2023) დასახელდა.
2023 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელის ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე.