უახლოეს მომავალში მზადდება უკრაინისა და უნგრეთის ლიდერების შეხვედრა, ამჟამად მიმდინარეობს შეთანხმებისს პროცესი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინსიტრაციის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა განაცხადა
„პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის საუბრის შემდეგ ვმუშაობთ უახლოეს მომავალში ორი ლიდერის შეხვედრის ორგანიზებაზე”, - წერს ერმაკი.