2010 წელს მსოფლიოში 44 ჟურნალისტი მოკლეს. ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყანა აღმოჩნდა პაკისტანი, სადაც პროფესიული მოვალეობების დროს წელს მინიმუმ 8 ჟურნალისტი დაიღუპა.
გასულ წელში ერაყში 5 რეპორტიორი მოკლეს, ჰონდურასში, ინდონეზიასა და მექსიკაში - 3-3 რეპორტიორი. 2-2 ჟურნალისტი დაიღუპა სომალიში, ტაილანდში, ნიგერიაში, ანგოლაში, ავღანეთში და ფილიპინებში. კიდევ თითო-თითო რამდენიმე ქვეყანაში მოკლეს.
როგორც ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ყოველწლიურ ანგარიშშია ხაზგასმული, წელს, ისევე როგორც წინა წლებში, ჟურნალისტების დაღუპვის მთავარი მიზეზი გახდა მკვლელობა, რომლის 90% გაუხსნელია.
სამწუხარო სია შეიძლება კიდევ გაიზარდოს, რადგან კომიტეტი კიდევ 28 ჟურნალისტის სიკვდილის მიზეზს იკვლევს. ამასთან, ცხადია, რომ ჟუნალისტების მკვლელობის რიცხვი, 2009 წელთან შედარებით, შემცირდა. კომიტეტის გასული წლის ანგარიშის თანახმად, 2009 წელს 72 ჟურნალისტი მოკლეს.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი ჯოელ საიმონი ჟურნალისტთა დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ნაწილობრივ ხელისუფლებებს აკისრებს, „რადგან ისინი ხელს უწყობენ დაუსჯელობის განწყობას, რაც იწვევს ახალ ძალადობებს".