"ქართული პარტიის" ორგანიზებით, ახალგორის რაიონიდან თბილისში სტუმრად ჩამოსული 40-მდე ბავშვი სახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ისინი უკვე დაესწრნენ ფილარმონიაში გამართულ კონცერტს და სპექტაკლს მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში.
დაგეგმილია აგრეთვე თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და სხვადსხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა.
"ქართული პარტიის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა დედაქალაქში მყოფ ახალგორელ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადსცა.