"არავითარი შეზღუდვა მომავალს" - პროექტი, რომელიც "Georgian Fashion Company" -ის მეორე საქველმოქმედო აქცია 30 დეკემბერს, "შერატონ მეტეხი პალასი" გაიმართება.
როგორც ღონისძიების ორგანოზატორებმა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადეს, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს შობა-ახალ წელს " Georgian Fashion Company " და მისი მეგობარი ორგანიზაციები მიულოცავენ.
აქციაში მონაწილეობას დროებით გადაადგილებული ბავშვები და ცნობილი ადამიანების შვილებიც მიიღებენ.
" Georgian Fashion Company ", "ბასტი-ბუბუ" , "მოდის სახლი ლაურა" "ფონდი ხელოვანები თანადგომისთვის" და "სამხატვრო აკადემია" სოციალურად დაუცველ ბავშვებს საახალწლო კაბებსა და სხვა საზეიმო ნივთებს უსახსოვრებენ.
ასევე, თორმეტი ცნობილი ქართველი დიზაინერი, თორმეტ განსხვავებულ ნაძვისხეს, სპეციალურად ხელოვანები თანადგომისათვის"-ფონდის, თორმეტი სკოლისთვის შექმნის.
პროექტის მხარდამჭერია -საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.