მამუკა ხაზარაძემ ახალ სახეებზე განცხდება გააკეთა და პოლიტსაბჭოში შეიყვანა სალომე სამადაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, დავით უსუფაშვილი, - ამ ის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ის გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ხელისუფლებაში იმ პოლიტიკოსების მოშვება არ შეიძლება, რომლებმაც უახლოეს წარსულში ადამიანის უფლებები დაარღვიეს. ხვდებით, ვისზეა საუბარი, ორი ძველი პარტია უნდა დამთავრდეს, ალტერნატივა ვართ ჩვენ“.
ლილუაშვილის თქმით, ერთმანეთთან თავსებადი არ არის, როცა ახალ სახეებზე აკეთებენ განცხადებას და პოლიტსაბჭოში ყველაზე ძველი სახეები შეჰყავთ. მისივე თქმით, „ლელოს“ განცხადება პოპულისტურია.
„მამუკა ხაზარაძემ ეს განცხდება გააკეთა და პოლიტსაბჭოში შეიყვანა სალომე სამადაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, დავით უსუფაშვილი. პერსონალურად ვინმეს მიმართ სააწინაღმდეგო არ მაქვს, მაგრამ როცა განცხადებას აკეთებენ ახალ სახეებზე და, მეორე მხრივ, პოლიტსაბჭოში ყველაზე ძველი სახეები შეჰყავთ, ეს ერთმანეთთან თავსებადი არ არის, თუმცა „ლელოს“ მიდგომაც მესმის. ეს განცხადება პოპულისტურად გამოუვიდათ და იმედია, გაასწორებენ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.