განცხადებები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მინიშნებების შესახებ ცეცხლის შეწყვეტის მიზნით მოლაპარაკების მზადყოფნასთან დაკავშირებით, მიზნად ისახავს ხელი შეუშალოს დასავლეთის შემდგომ სამხედრო დახმარებას უკრაინაში.
ამის შესახებ ნატქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ახალ ანგარიშში.
სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, პუტინს ომის დამთავრების სხვა სერიოზული ინტერესი არ აქვს, გარდა რუსეთის სრული გამარჯვებისა.
ამგარიშში აღნიშნულია, რომ ISW აკვირდება კრემლის მსგავს მცდელობებს შეცდომაში შეიყვანოს დასავლელი პოლიტიკოსები და აიძულოს უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკება 2022-2023 წლის ზამთარში.
ეს გაკეთდა იმისთვის, რომ დასავლეთის ყურადღება გადატანილი იყოს ჰიპოთეტურ მოლაპარაკებებზე, იმის ნაცვლად, რომ უკრაინას მიაწოდონ საკმარისი იარაღი გაზაფხული-ზაფხულის კონტრშეტევამდე.
კრემლი, სავარაუდოდ, იყენებს ფარულ არხებს ამ ეფექტის მისაღწევად, უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების გაწევის თაობაზე დებატების ფონზე.
ამერიკული გამოცემა The New York Times-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვლადიმირ პუტინი 2023 წლის სექტემბრიდან სხვადასხვა შუამავლების მეშვეობით დასავლეთის ქვეყნებს უგზავნის სიგნალს, რომ მზადაა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების დასაწყებად. ამერიკული გამოცემას ინფორმაცია კრემლთან დაახლოებული ორი ყოფილი მაღალჩინოსნისა და ამერიკისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლების ანონიმური საუბრების დაყრდნობით გაავრცელა.