“ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების საკითხთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად, ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება, გადადგას.
„რაც შეეხება შეწყალებას, სალომე ზურაბიშვილმა ბოლო პერიოდის განმავლობაში ისეთი რაღაცები აკეთა, მისგან არავის არაფერი გაუკვირდება. ის არის რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთი შემადგენელი ნაწილი, შესაბამისად, ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება, გადადგას. თუ ამას გააკეთებს, ეს იქნება მორიგი მტკიცებულება, რომ ის პირდაპირ მიყვება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგს“, – აღნიშნა კობახიძემ.