ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ აპირებს ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას „ჰამასის“ ლიკვიდაციამდე.
მისი თქმით, ნებისმიერი, ვინც ფიქრობს, რომ ომი ისრაელის მიზნების მიღწევამდე დასრულდება, რეალობას არის მოწყვეტილი.
„ჩვენ არ შევაჩერებთ ბრძოლას იქამდე, ვიდრე ყველა დასახულ მიზანს არ მივაღწევთ. ეს არის „ჰამასის“ განადგურება, მძევლების გათავისუფლება და ღაზიდან საფრთხის დასრულება“, – ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.