კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დიქტატურის დასაწყისია, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს „არსამართლიანი უწოდა“ და თქვა, რომ დემოკრატებს არ შეუძლიათ არჩევნებში გამარჯვება და ამიტომ გეგმავენ ტრამპის ყველა ბიულეტინის „ანულირებას", რათა შეინარჩუნონ ბაიდენი თეთრ სახლში.
„სოროსის მიერ დაფინანსებული დემოკრატები არიან ამ მანკიერი სარჩელის უკან და დაუყოვნებლივ გამოიყენებენ გადაწყვეტილებას დანარჩენ 49 შტატში. შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, რომლებიც დემოკრატებმა დანიშნეს, ახლახან ამოიღეს ჩემი სახელი 2024 წლის კენჭისყრიდან კოლორადოში. ჩვენ დაუყოვნებლივ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ტრამპმა განცხადებაში.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, არ მისცემს უფლებას მემარცხენე მოსამართლეებს „მოიპარონ ამერიკელების უმრავლესობის ხმები“.
კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.