აშშ-ში, კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპი 2024 წლის აშშ-ის პრეზიდენტის საარჩვენო სიიდან ამოიღო. იუწყება CNN
სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებში ტრამპის როლის გამო, როდესაც მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შევიდნენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად.
სასამართლომ, დაადგინა, რომ კონსტიტუცია კრძალავს კენჭისყრაზე რესპუბლიკელების კანდიდატურის წამოყენებას, მისი როლის გამო „აშშ-ს მთავრობის წინააღმდეგ ძალადობის წაქეზებაში“.
სასამართლოს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს მხოლოდ კოლორადოს რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზზე, რომელიც 5 მარტს გაიმართება.
ტრამპის კამპანიამ სასამართლოს გადაწყვეტილებას უწოდა მცდარი და არადემოკრატიული და განაცხადა, რომ ის გასაჩივრდება აშშ-ის უზენაეს სასამართლოში.
სხვა შტატებში საარჩევნო ბიულეტინებიდან ტრამპის ამოღების რამდენიმე მცდელობა ჩაიშალა.