ტრამპის არჩევამ შესაძლოა, „ძალიან ძლიერად“ იმოქმედოს უკრაინის ომზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, თუ დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად აირჩევენ, „მას აუცილებლად განსხვავებული პოლიტიკა ექნება“.
ამის შესახებ ზელენსკიმ შემაჯამაბელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„თუ მომავალი პრეზიდენტის პოლიტიკა - ვინც არ უნდა იყოს ის - განსხვავებული იქნება უკრაინის მიმართ, უფრო ცივი ან პრიორიტეტი ექნება საშინაო პოლიტიკაზე, მაშინ, ვფიქრობ, ეს სიგნალები დიდ გავლენას მოახდენს უკრაინის ომის მიმდინარეობაზე.
თუ ერთი ძლიერი დეტალი ამოვარდება, მექანიზმი იწყებს ნგრევას და შესაბამისად, თუ მივცემთ შესაძლებლობას ამ დახმარების ლიდერებს, ამოვარდნენ დახმარების პლატფორმიდან, ეს აუცილებლად იმოქმედებს დახმარებაზე და არა პოზიტიურად“, – განაცხადა ზელენსკიმ.