აშშ არ კარნახობს ისრაელს ომის პირობებს ან ვადებს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა. იუწყება BBC
ოსტინის თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის თავის დაცვის უფლებისადმი ძალიან მყარია.
„მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ ისრაელს ვუკარნახო ვადები ან პირობები ოპერაციისთვის“, – აღნიშნა ოსტინმა.
ოსტინმა, თელ ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ისრაელის პრეზიდენტთან, ისააკ ჰერცოგთან და ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან ომის შემდგომი ღაზის შესახებ მიზნები და ამოცანები განიხილეს. მისივე თქმით, ეს მოიცავდა იმას, თუ როგორ უნდა შემცირდეს ზიანი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა კონფლიქტის ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისადმი ერთგული რჩება.
იოავ გალანტის თქმით, ომს გარკვეული დრო დასჭირდება.
„საბოლოოდ ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს - გავანადგუროთ “ჰამასი” და გადავარჩინოთ მძევლები“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.