სამი წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკა დოლარში გაიზარდა თითქმის ორჯერ, ლარში გვქონდა 30 მილიარდი ლარით ზრდა ეკონომიკის, ეს თავისთავად, ბუნებრივია, იშლება ქვეყანაში და მათ შორის აისახება მოსახლეობის საშუალო ხელფასის, ბიზნესის ბრუნვის ზრდაზე და ა.შ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„პრემიერს ჰქონდა დეტალურად საუბარი ამ თემებთან დაკავშირებით. როდესაც ეკონომიკა იზრდება და საუბარია მით უმეტეს 30 მილიარდი ლარით ამ წელიწადში ეკონომიკის ზრდაზე, ეს, რა თქმა უნდ,ა გადის საბოლოო ჯამში ბიზნესის სექტორში და ზოგადად ამისგან სარგებელს იღებს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ფიქსირდება საშუალო ხელფასის ზრდა მთლიანად ქვეყანაში. რაც შეეხება ინფლაციას, საუბარი იყო პრემიერის ანგარიშში, მათ შორის ინფლაციაზე. წელს ინფლაციის მაჩვენებელი არის ოპტიმალურზე დაბალი 1%-იანი ინფლაციის მაჩვენებელი წლევანდელ წელს“, – განაცხადა კობახიძემ.