საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პარიზი ღრმად არის შეშფოთებული ღაზის სექტორში შექმნილი ვითარების გამო. კატრინ კოლონას თქმით, საფრანგეთს მიაჩნია, რომ ისრაელსა და ღაზას შორის „დაუყოვნებელი ზავი“ აუცილებელია.
მისი განცხადება ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების მოწოდებას მოჰყვა. დევიდ ქემერონმა და ანალენა ბერბოკმა ისრაელს ღაზის სექტორში „ცეცხლის მდგრადი შეწყვეტისკენ“ მოუწოდეს.
ამავდროულად, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან განსხვავებით, ქემერონმა და ბერბოკმა არ მოითხოვეს "დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტა" და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული სასტიკი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ.
„ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება“, - თქვა კეტრინ კოლონამ თელ ავივში ისრაელელ კოლეგასთან, ელი კოენთან შეხვედრის შემდეგ. თუმცა მან დასძინა, რომ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის მსხვერპლებიც არ უნდა დაგვავიწყდეს.