ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი და გერმანის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ღაზაში ცეცხლის მდგრად შეწყვეტას ითხოვენ.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გზა გავუხსნათ ცეცხლს მდგრად შეწყვეტას, რაც მოიტანს მდგრად მშვიდობას. რაც უფრო მალე მოვა, მით უკეთესი, საჭიროება გადაუდებელია“, - წერს ორი მინისტრი Sunday Times-ში გამოქვეყნებულ ერთობლივ სტატიაში. ისინი აღნიშავენ, რომ ღაზაში ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
არც ქემერონი და არც ბერბოკი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას არ ითხოვენ, რადგან ეს უგულებელყოფს იმას, თუ რატომ არის ისრაელი იძულებული, დაიცვას თავი.
„ჰამასი" ბარბაროსულად თავს დაესხა ისრაელს და დღესაც ახორცილებს სარაკეტო დარტყმებს ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ. „ჰამასმა" უნდა დაყაროს იარაღი“, - აღნიშნულია სტატიაში.
ქემერონისა და ბერბოკის განცხადებით, „ღაზაში „ჰამასის“ ხელისუფლებაში დატოვება იქნება მუდმივი დაბრკოლება ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის გზაზე“.