ისრაელის თავდაცვის ძალებმა დღეს, 15 დეკემებერს, ღაზის სექტორში 28 წლის მძევლის ელია ტოლედანოს ცხედარი იპოვეს, რომელიც ისრაელში გადაასვენეს.
ტოლედანო 7 ოქტომბერს Supernova-ს მუსიკალური ფესტივალიდან გაიტაცეს თავის მეგობარ გოგოსთან, საფრანგეთის მოქალაქე მია შემთან ერთად, რომელიც ორი კვირის წინ დროებითი ზავის დროს გაათავისუფლეს. თავდასხმის დროს ქალი ხელში დაჭრეს, ღაზის სექტორში კი მას ოპერაცია პალესტინელმა ვეტერინარმა ჩაუტარა.
ბოლო მონაცემებით, ღაზაში 134 მძევალი რჩება, თუმცა, ყველა მათგანი ცოცხალი აღარ არის. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი 19 ადამიანის დაღუპვა დაადასტურეს. გარდა ამისა, ელია ტოლედოს გარდა, სექტორში კიდევ 5 მძევლის ცხედარია ნაპოვნი.