უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მასთამ საუბრისას სთხოვა დაესახელებინა სულ მცირე ერთი მიზეზი, რის გამოც ბლოკავს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში. ზელენსკიმ თქვა, რომ პასუხს ელოდება უნგრეთის პრემიერისგან.
”ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო მიზანმიმართულად დაგეგმილი შეხვედრა. ჩვენ გვქონდა დიალოგი. ეს მართალია.
მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოვაწყოთ კონსტრუქციული შეხვედრა ჩვენს სახელმწიფოებს შორის, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო საზღვრები, ჩვენ მეზობლები ვართ და უნდა ვისაუბროთ.
ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც მე წამოვაყენე, ეხებოდა სწორედ იმას, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ, უნდა გადავწყვიტოთ პრობლემები. ამიტომ ჩვენ უბრალოდ უნდა შევხვდეთ. მე ვაჩვენე მას ჩემი პოზიტიური დამოკიდებულება ამ იდეის მიმართ.
მეორე, მიმაჩნია, რომ მართალი ვარ და ნათლად ვუთხარი მას, რომ არ აქვს საფუძველი დაბლოკოს უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში. ვთხოვე, ერთი მიზეზი მაინც დაესახელებინა. არა სამი, არა ხუთი, არა ათი, მაგრამ მხოლოდ ერთი მიზეზი და ველოდები პასუხს," - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 10 დეკემბერს არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის მოკლე საუბარი შედგა.