„ქართული ოცნება“ დიდ ტყლაპოიან ორმოში ჩავარდა, როცა ეს კანონი მიიღეს და მაშინ კისერი მოიტეხეს. ვინ რჯიდათ? მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი რუსული ვერსიის ასლი იყო და ახლა იმაზე მიდებ-მოდება, რომ ეს „ფარას“ ანალოგია, აბსოლუტურად სხვადასხვაა და ხალხისთვის ნაცრის შეყრას ნუ ცდილობენ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„პუტინმა რაც მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, ზუსტად ის მიიღეს. იმ სიტუაციიდან ვერ გამოძვრებიან, ფოცხს თავად დააბიჯეს, თავში მოირტყეს და ახლა საპიროსპიროს ნუ ამტკიცებენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ევროკომისიამ წარადგინა „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს.