"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ პრეზიდენტის დაგეგმილ ღონისძიებაზე მივა. მისი თქმით, იქ ბევრი უცნაური ადამიანი იქნება და დააკვირდება.
„მიწვეული ვარ და შესაბამისად, ვსარგებლობ ამ შემთხვევით და მივდივარ. რა მოლოდინები მაქვს არ ვიცი. ვნახოთ, დავაკვირდეთ, ბევრი უცნაური ადამიანი იქნება. დაწყებული "გირჩით" ამთავრებული ენჯეოებით ყველა იქ არის და მეტი უცნაურობა რა გინდათ, როდესაც ასეთი კომპრომერატია“, - თქვა ხვიჩიამ.
კითხვას, არის თუ არა ზურაბიშვილი "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი, როგორც ამას "ოცნება" ამტკიცებს, ხვიჩია ამბობს, რომ ის უფრო "ოცნების" პრეზიდენტია.
მე "ქართულo ოცნების" მგონია. მაგათ აირჩიეს და ზედ გადაყვნენ არჩევნების დროს და ნაცმოძრაობას დააბრალო ის, რაც მათ გაუკეთებიათ... მათ თავიანთი ვაშაძეც ეყოფათ, ოღონდ გრიგოლზე ვამბობ ამ შემთხვევაში”, - განაცხადა ხვიჩიამ.