ერთადერთი წერილი, რომელსაც ველოდები სალომე ზურაბიშვილისგან, არის წერილი, სადაც ეწერება, რომ ის დღეის ამას იქით აღარ დაარღვევს კონსტიტუციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა პრეზიდენტის მიერ მიწვეულ ღონისძიებაში მონაწილეობას, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ არ აპირებს მისვლას.
„არ ვაპირებ მისვლას. მე მივიღე მოწვევის წერილი, თუმცა ერთადერთი წერილი, რომელსაც ველოდები ქალბატონ სალომესგან, არის წერილი, სადაც ეწერება, რომ ის დღეის ამას იქით აღარ დაარღვევს კონსტიტუციას, ვიდრე ასეთი წერილი და განცხადება არ იქნება, რომ ის ხელს იღებს კონსტიტუციის დარღვევისგან მომავალში, რა თქმა უნდა, ასეთი მოწვევები არის შეუსაბამო. ადამიანი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას, კარგავს მორალურ უპირატესობას ასეთი ღონისძიებების ორგანიზების“, – განაცხადა პაპუაშვილმა.