უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სენატორებს შეხვდა.
სენატში დემოკრატების ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, ეს იყო ძალიან ძლიერი შეხვედრა და ზელენსკიმ ნათლად დაანახა, რამდენად სჭირდება დახმარება.
მისი თქმით, ზელენსკიმ სენატორებს უთხრა, რომ თუ დახმარებას მიიღებს, მას შეუძლია ამ ომის მოგება.
“მან ასევე ნათლად თქვა, რომ თუ ჩვენ წავაგებთ, პუტინი გაიმარჯვებს, ეს იქნება ძალიან საშიში შეერთებული შტატებისთვის. მან ასევე დააფიქსირა კიდევ ერთი მოსაზრება, რომ დახმარება სჭირდება სწრაფად“, – განაცხადა შუმერმა.
ასევე ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ჯო ბაიდენთან გამართავს შეხვედრას, რომელიც მედის ცნობით, ადგილობრივი დროით 04:15 საათზე შედგება.