ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძემ ენგურჰესთან დაკავშირებითღ აღნიშნა, რომ მის მიერ გამომუშავებული წილი საქართველოს მიერ მოხმარებულ ენერგიაში მხოლოდ 5%-ია, ანუ პრაქტიკულად ჰესი გაჩერებულია საქართველოსთვის და მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმისთვის მუშაობს.
მისი თქმით, საინტერესოა, რატომ გახდა საქარველოს ხელისუფლება იძულებული, რომ ამ დათმობაზე წასულიყო, ჰომ არ არის აქ კორუფციული ინტერესი, რადგან უფასო დენია აფხაზეთისთვის და იქ მაინინგია ძალიან განვითარებული?!
„ენგური იმართება საქართველოდან, ქართველი სპეციალისტების ხელშია და მისი მუშაობა პრაქტიკულად განულებულია ჩვენთვის, რატომ არ ვიყენებთ ამას ბერკეტად, რომ საქართველოს მოქალაქეების არა მხოლოდ სიცოცხლის უფლება, არამედ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები იქნას დაცული?!
აქ მხოლოდ ინდივიდის უფლებებზეც აღარ არის, ქართული ენის სწავლებაც აღარ მიდის, ქართულ ენაზე საუბარიც იკრძალება, მათ შორის, გალის ტერიტორიაზე. ამ დროს საქართველოს ხელისუფლებას აქვს ექსკლუზიური ბერკეტი, რადგან აფხაზეთს ენერგიის სხვა წყარო არ აქვს. პრაქტიკულად საოკუპაციო რეჟიმისთვის უფასოდ, მაგრამ ჩვენი მოქალაქეებისთვის ფასიანად ამუშავებს საქართველოს ამ ჰესს, როცა შეგვეძლო, რომ ძალიან აქტიურ ბერკეტად გამოგვეყენებინა ამ ჰესის მუშაობა-არ მუშაობის საკითხი“ - თქვა აკაკი ბობოხიძემ.