ღაზაში ვითარება კატასტროფული და აპოკალიფსურია, განადგურებული ღაზა პროპორციულად შესაძლოა კიდევ უფრო უარესი იყოს, ვიდრე გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„7 ოქტომბრის ჰამასის თავდასხმებს ისრაელის სამხედრო პასუხს მოჰყვა სამოქალაქო მსხვერპლის წარმოუდგენელი რაოდენობა", - თქვა ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.
ბორელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ჰამასმა” სისხლიანი თავდასხმების შემდეგ მისი ადგილი დაიმკვიდრა ევროკავშირის ტერორისტულ ორგანიზაციების სიაში, ბორელი აცახდებს, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაცია არაპროპორციულია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების თვალსაზრისით.