პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის ლიდერი დონალდ ტუსკი წარადგინეს.
დონალდ ტუსკი ერთადერთი კანდიდატია, რომელსაც პოლონეთის სეიმი პრემიერ-მინისტრის პოსტზე განიხილავს, - განაცხადა პალატის სპიკერმა შიმონ ხოლოვნიამ.
მანამდე პოლონეთის სეიმმა მხარი არ დაუჭირა ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მატეუშ მორავიეცკის დანიშნვას.
მორავიეცკის კანდიდატურას მხარი დაუჭირა მხოლოდ 190 დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა 266.
არჩევნების შემდეგად ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივად უფრო მეტი მანდატი მიიღეს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დონალდ ტუსკი წარადგინეს.
ამჟამად პოლონეთის სეიმში მიმდინარეობს დებატები, რის შემდეგაც კენჭს უყრიან პრემიერ-მინისტრად ტუსკი დანიშვნას.