სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს შეხვდა. ჩეხური მედიის ინფორმაციით, ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა საქართველოს პრეზიდენტი პრაღის სასახლეში მიიღო. მედიის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს სურს, 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომამდე მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს.
დაგეგმილია ორი ქვეყნის ლიდერის ორმხრივი მოლაპარაკებები, სადაც განიხილება საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის გაწეული ძალისხმევა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგები და სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში.
ჩეხური მედიის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდება ჩეხეთის სენატის პრეზიდენტს და ჩეხეთის დეპუტატების პალატის სპიკერს.