ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს, გამოკითხულთა 47%-მა არცერთი პარტია დაასახელა, 19%-მა - ქართული ოცნება, ხოლო 4%-მა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. გამოკითხულთა 6%-მა არ იცოდა პასუხი და 13%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე.
NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.