არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შორის მოკლე საუბარი შედგა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ორბანმა და ზელენსკიმ არგენტინის პარლამენტში სტუმრების ლოჟაში ყოფნისას ისაუბრეს.
ზელენსკისა და ორბანის საუბარზე კომენატრი არ გაუვრცელებია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ არგენტინიდან ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, რომელიც 8 დეკემბერს პარიზში ვიქტორ ორბანს შეხვდა.
უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება. ორბანი აცხადებს, რომ 14-15 დეკემბერს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს.