წლის ადამიანი ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე გახდა.
ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" ორგანიზებით დღეს გამართულ "ოქროს პერგამენტის" დაჯილდოებაზე პრიზი "ოქროს პერგამენტი" სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" გენერალურმა დირექტორმა გოჩა მირცხულვამ გამარჯვებულის წარმომადგენელს, ფონდ "იავნანას" სამხატვრო ხელმძღვანელს, თეონა ჯორბენაძეს გადასცა.
საქართველოს მასშტაბით გამოკითხვა საკონსულტაციო კვლევითმა ჯგუფმა "ჯი-სი-ჯიმ" ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ წლის ადამიანი ერთადერთი ნომინაცია იყო, სადაც "ოქროს პერგამენტის" ფარგლებში გამოკითხულ მოსახლეობას კანდიდატი თავად უნდა დაესახელებინა.
გამოკითხვა 25 ნოემბერს დაიწყო და მასში მონაწილეობა რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო.
ღონისძიებას "ბაგრატიონი 1882" მასპინძლობდა.
ღონისძიების სპონსორები არიან კომპანია WE ARE, ითი და არტ ფლორ დიზაინი.