შეერთებული შტატები თუ შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას, რუსეთი მოადგება ნატო-ს საზღვრებს და ჩვენ მოგვიწევს დავიწყოთ მოქმედება ნატო-ს მეხუთე მუხლის შესაბამისად ამერიკელების სისხლის ფასად. თეთრი სახლის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
კირბიმ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოელის, რომ აშშ შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას, რაც მისთვის დიდი საჩუქარი იქნება.
კირბის თქმით, თუ პუტინი უკრაინას საჩუქრად მიიღებს, ის ნატო-ს ზღურბლთან აღმოჩნდება. „და როგორც მანამდე ვთქვი, თუ ფიქრობთ, რომ ახლა უკრაინის მხარდაჭერის ფასი მაღალია, დაფიქრდით, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მოგვიწევს მეხუთე მუხლის ამოქმედება ჩვენი ვალდებულების შესაბამისად, რა დაუჯდება ეს ეროვნულ ხაზინას და ამერიკელებს რა სისხლის ფასად {დაუჯდება}“, - განაცხადა კირბიმ {კონგრესის მისამართით}.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამ ომის დასაწყისიდანვე ეყრდნობოდა მოვლენების ასეთ განვითარებას, რადგან არ სჯეროდა, რომ დასავლეთი შეძლებდა ერთიანობის შენარუნებას, არ სჯეროდა, რომ რომ შეერთებულ შტატებს საკმარისი ძალა ექნებოდა.
„თუ ზრუნავთ ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, თქვენ უნდა დაინახოთ ბატონი პუტინი, ისეთი, როგორიც არის, თქვენ უნდა დაინახოთ რუსეთი, ისეთი, როგორიც არის და გესმოდეთ, რომ უკრაინელების დახმარება გამარჯვებაში {და ისინი არ გვთხოვენ ომში ფიზიკურად მონაწილეობას}, ჩვენი, ევროპისა და ყველა ჩვენი მოკავშირის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.