ახალი პარტია არათუ ბარიერს გადალახავს, არამედ უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს გამარჯვების მოპოვებაში, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პარტია რომელიც შეიქმნება, არათუ არ ექნება პრობლემა ბარიერის გადალახვის, არამედ უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს გამარჯვების მოპოვებაში ქართველი ხალხისთვის. ამაში ვარ დარწმუნებული, ეჭვი არ მეპარება. ვგრძნობ ამ განწყობას, ვგრძნობ ამ დაკვეთას და დანარჩენი, მხოლოდ და მხოლოდ, მინდა, სურვილის სახით ვუსურვო ყველა გულწრფელ, დამოუკიდებელ, თვითმყოფად პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არიან თავისუფალი ოლიგარქიული გავლენებისგან, როგორც ივანიშვილისგან, ასევე პოლიტიკაში გამდიდრებული ადამიანი კეზერაშვილისგან, ესეთ პარტიებს გულწრფელად ვუსურვებ", - განაცხადა ნიკა მელიამ.